{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    წ ე ს დ ე ბ ა

     


    მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი

    1. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი არის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
    2. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო კანონდემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, მეთოდური თვალსაზრისით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს (როგორც სამინისტროს მიერ შექმნილი დელეგირებული, სამმართველო უფლებამოსილებათა მქონე ს.ს.ი.პ) და ამ წესდებით.
    3. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპი, ბეჭედი, საბანკო ანგარიში და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის სხვა რეკვიზიტები.
    4. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იურიდიული მისამართი: ხარაგაული სოლომონ მეფის ქ. # 20ა.

    მუხლი 2. მიზნები და საქმიანობის საგანი

    1.ეპიდზედამხედველობის განხორციელება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
    2. მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლენა და დაავადების აღმოცენების მიზეზთა, რისკ-ფაქტორთა დადგენა.
    3. სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების ანალიზი, ავადობის გრძელი და მოკლევადიანი პროგნოზირება.
    4. მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის შექმნის ხელშეწყობა, გარემოს პროფილურ ფაქტორთა მონიტორინგი.

     


    5. გადამდები და არაგადამდები დაავადებების მონიტორინგი, ეპიდკონტროლის განხორციელება, სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაცია და გატარება.
    6. სახელმწიფო (ცენტრალური) პროგრამების ორგანიზაციისა და განხორციელების ხელშეწყობა.
    7. სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდ-რეჟიმის მონიტორირება და საავადმყოფოსშიგა ინფექციების პროფილაქტიკის ხელშეწყობა.
    8. პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვა, შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი.
    9. ცხოვრების ჯანსაღი წესის, მავნე ჩვევათა და საერთო ქცევითი დამოკიდებულების კორექცია ჯანსაღი უნარჩვევათა განვითარების ფორმირებისა და დამკვიდრების მიზნით, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებითა და სხვა სპეციფიკური ღონისძიებებით, ფართო სააგიტაციო-პროგადანდისტული მუშაობის ორგანიზაცია-წარმართვა.
    10. ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. შესაბამისად პროგრამულ ღონისძიებათა პროექტირება, ორგანიზება, განხორციელების ხელშეწყობა.
    11. ჯანდაცვითი სხვა სოციალური მუნიციპალური პროგრამების პროექტების შედგენასა და დამტკიცებაში მონაწილეობა.

    მუხლი 3. უფლება-მოვალეობანი

    ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი უფლებამოსილია:
    1. სამოქმედო ტერიტორიაზე თვალყური ადევნოს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ცალკეული მოქალაქეების მიერ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ოფიციალური შეტყობინებების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის.
    2. კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ინფექციურ დაავადებათა შემოტანისა და გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულებას.

     

    3. მონაწილეობა მიიღოს ეპიდსწინააღმდეგო შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზაციულ-მმართველობითი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებაში. შეადგინოს პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო პროგრამულ ღონისძიებათა და კომპლექსური გეგმების პროექტები.
    4. დასვას საკითხი სამოქმედო ტერიტორიაზე მოსალოდნელი, ან არსებული ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში მუშაობის, ან ცოფის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ.
    5. გაატაროს ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებები, კერების ეპიდემიოლოგიური შესწავლა. აწარმოოს დაავადებათა სტატისტიკის მონიტორინგი, სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოები (დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზისენქცია, კონტაქტირებულთა ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის მასალების აღება) უზრუნველყოს კონტაქტირებულ პირთა აცრებისა და პრევენსიული მკურნალობის ორგანიზაცია-ხელშეწყობა.
    6. ორგანიზაცია გაუწიოს ,,ცივი ჯაჭვის“ სისტემის დაცვით იმუნოპროფილაქტიკის ბაქტერიულ და ვირუსული პრეპარატების შენახვასა და ტრანსპორტირებას.
    7. აწარმოოს კვებითი მოშხამვების, სასმელი წყლითა და საკვებით გამოწვეულ ეპიდაფეთქებათა კვლევების ხელშეწყობა.

    მუხლი 4. მართვა

    1. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
    2.ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი:
    ა) წყვეტს ცენტრის საქმიანობის სფეროსათვის წესდებით მიკუთვნებულ საკითხებს.
    ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით, წარმოადგენს სამსახურის სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
    გ) განსაზღვრავს მუნიციპალურ-პროგრამულ ღონისძიებებში მონაწილე შრომითი რესურსის ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას.

     

    დ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო პროგრამული სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხს აგებს ამ სახსრების მიზანმიმართულად გამოყენებაზე.
    ე) ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელი საკრებულოს წინაშე დროულად წარადგინოს ოპერატიული ინფორმაცია ეპიდსიტუაციის შესახებ.
    ვ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე.
    ზ) დაფინანსების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება. მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განმსაზღვრელი წესით.
    თ) წელიწადში ორჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეულ ანგარიშს.
    ი) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებზე.

    მუხლი 5. ქონება

    ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი დაკისრებულ ფუნქციებს ანხორციელებს ადგილობრივი თვითმმართვველობის მიერ უსასყიდლო უზერფუქტის წესით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

    მუხლი 6. ფინანსური სახსრები

    1. თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტიდან პროგრამული ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.
    2. ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები.
    3. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

     

     


    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

    1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია

    1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეორგაანიზაცია-ლიკვიდაცია ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.


    მუხლი 9. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

    1. წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

     

     

    ვალუტის კურსი
    3.0758
    3.6356
    4.0262
    4.1811
  • ცენტრის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი