-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
ხიდარი
გამგებლის წარმომადგენელი ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში
კონსტანტინე ბერაძე
ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია - 646. 95 ჰა.
მოსახლეობა - 380 კომლი 1080 მცხოვრებით
მანძილი ხარაგაულიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე - 16 კმ.
ადმინისტრაციული ცენტრი - ხიდარი
ხიდარი - მდებარეობს მდინარე ბორიმელას (ძირულას მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზ.დ. 520მ. ხარაგაულიდან 16 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში.
სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს თქმულება: ოსმალობის დროს ტყვეთა მსყიდველი მისულა ადიდებულ ბორიმელასთან, რომელიც სოფელს შუაში ჩაუდის და უნახავს, რომ ადიდებულ მდინარეს ხიდი წაუღია. შეწუხებულს უთქვამს მხლებელთათვის: ,,ნახე, ხიდი არ არიო“ და ამ სოფლის სახელწოდება ,,ხიდარი“ აქედან წარმოშობილა.
ხიდარი მოხსენიებული აქვს გერმანელ მოგზაურს - იოჰან გიულდენტშტენდტს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა 1771-72 წწ. ხიდრის სამხრეთით არის პატარა მთა, რომელსაც დღემდე საბაჟოს ეძახიან, მოგზაურის ცნობით სწორედ ეს ადგილი, ხიდრის სავაჭრო ადგილად არის დასახელებული.არსებობს ვარაუდი რომ ხიდარი საქარავნო გზაზე მდებარეობდა.
ხიდრის ცენტრში, მაღალ ბორცვზე, XIX ს. მეორე ნახევარში აუგიათ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ადგილობრივ მცხოვრებთა მონათხრობით, ეკლესიის სამშენებლო ქვა ხარებით მოუზიდავთ სოფელ ქროლიდან. ხიდრელებს დიდძალი კვერცხი შეუგროვებიათ, რათა კირწყალში კვერცხის გული შეერიათ კედლების სიმყარისათვის. ეკლესია ბერძენ ოსტატებს აუგიათ: ქვის ქვაზე დადების შემდეგ კირწყალში შერეული კვერცხის გულისთვის გამდნარი ტყვია დაუსხამთ და ისე დაუდუღაბებიათ კედლები ერთმანეთზე. ეკლესიის აღმოსავლეთით ქვის პატარა სამრეკლო აუგიათ. ეკლესიის ეზოში გარდაცვლილ საეკლესიო პირებს ასაფლავებდნენ. აღდგომის მეორე დღეს ხიდრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე დიდი დღესასწაულები იმართებოდა.
არქივებში დაცულ მასალებში ვკითხულობთ: ,,ხიდრის ეკლესია ქვისაა თავის სამრეკლოთი, დახურულია კრამიტით, აქვს გალავანი, რომელიც ზღუდავს სოფლის სასაფლაოს;ეკლესიას საკმაოდ გააჩნია საეკლესიო ნივთ-სამკაული და წიგნები.
ეკლესიასთან არსებობს საანბანო სკოლა. აქ დღესასწაულობენ გიორგობის დღესასწაულს. 1899 წელს ეკლესიის კედლებს ბზარები გაუჩნდა“.(ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 21.საქმე 22160)
გასული საუკუნის 30-იან წლებში ხიდრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ადგილობრივი ,,აქტივისტების“ ხელით დანგრეულა. ამჟამად ეკლესია აღდგენილია.სოფელში აღნიშნავენ გიორგობის დღესასწაულს.
ხიდარში არის გოგირდოვანი სამკურნალო აბანო, რომელიც კეთილმოუწყობელია.
ხიდრის სკოლის ისტორია იწყება 1932 წლიდან.
სოფელში სასარგებლო წიაღისეულთაგან მოიპოვება კირქვა.ადგილს, სადაც ადრე კირს წვავდნენ, დღესაც ,,საკირღელეს“ ეძახიან.
ხიდარს გარს აკრავს უზარმაზარი დ ულამაზესი მთები: ბომბორა, საძროხე, ჯვარი, ქვაზვინები, სამეცხვარიო, უნაგირა, საირმა, ცივი, კლდეკარა და სხვა. სოფელს ამშვენებს ანკარა მთის მდინარეები: ბორიმელა, მარეშულა, სარეცხელა,კუპროულა, სადაც მრავლად ბინადრობს კალმახი.
საკრებულოში აღრიცხული გვარებია: ავალიშვილი, არაბიძე, ბერაძე, ბუაჩიძე, გაგოშიძე, გელაშვილი, გიორგაძე, გლუნჩაძე, გურგენიძე, დავლაძე, დარსალია, დოლიკაშვილი, თაბაგარი, თურმანიძე, თაბუკაშვილი, კავილაძე, კაკოიშვილი, კალანდაძე, კაციტაძე, კურტანიძე, კოჩაძე, კიკნაძე, მამასახლისი, მასხარაშვილი, მოდებაძე, პაპავა, სარალიძე, შარიქაძე, შავიძე, შველიძე,ჩალხაშვილი, ჩაჩანიძე, ცხვედაძე, წაქაძე,წვერავა, ჭყოიძე, ხეცაძე, ხელიძე, ხიჯაკაძე.

3.4235

4.0709

4.7015