{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
    „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და
    შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“

     

    წესდება

    მუხლი 1.

    ზოგადი დებულებანი


    1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ (შემდგომში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
    2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
    3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
    4. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს ბეჭედი, შტამპი, ანგარიშწორებისა და სხვა სახის ანგარიშები სათანადო დაწესებულებებში.
    5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
    6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი.“
    8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის იურიდიული მისამართია: საქართველო , დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #15, ელექტრონული ფოსტის მისამართია ganvitareba_xaragauli@web.ge



    მუხლი 2.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნები და ამოცანები

    1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ მიზანია: მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

    2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ ძირითადი ამოცანებია:

    ა) მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის ინიციატივების და პროექტების წარმოდგენა შემუშავება;

    ბ) შიდა ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება;

    გ) ექსკურსიებისა და ლაშქრობების, ასევე საზაფხულო ბანაკების მოწყობა–ორგანიზება;

    დ) შიგა ტურიზმის გასავითარებლად საჭირო ინფორმაციის მოპოვება, საინფორმაციო ბაზის შექმნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, მუზეუმები, კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვ.

    ე) მუნიციპალიტეტის განვითარერბისათვის, შიგა ტურიზმის ხელშეწყობისათვის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის სარეკლამო საინფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემა.

    ვ) მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

    ვ) მასობრივი სპორტული, ტურისტული, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა ორგანიზება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად.

    ზ) ტურისტული და სპორტული პროფილის ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

    თ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება.

    ი) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საწარმოებთან, დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

    მუხლი 3.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ მმართველი ორგანოები

    1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
    2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ საქმიანობას წარმართავს ცენტრის დირექტორი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
    3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ საშტატო ნუსხას ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

    4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

    5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი:
    ა) ხელმძღვანელობს დაწესებულებას, წარმოადგენს დაწესებულებას მესამე პირთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დაწესებულების სფეროსათვის მინიჭებულ საკითხებს;
    ბ) მუნიციპალურ ორგანოებში განსახილველად შეაქვს დაწესებულების საკითხებზე გადაწყვეტილებათა პროექტები;
    გ) უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად განვითარებას და მართვის ოპტიმიზაციას;
    დ) დაწესებულების კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს;
    ე) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას თანამშრომელთა საქმიანობაზე;
    ვ) ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს დაწესებულების საქმიანობის შესახებ;
    ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;
    თ) პასუხიმგებელია დაწესებულების სარგებლობაში არსებული ქონების დაცვასა და გამოყენებაზე;
    კ) საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს;
    ლ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს და სამუშაო გეგმას;
    მ) განსაზღვრავს დაწესებულების საქმიანობის პრინციპებს, შეიმუშავებს წლიურ ბიუჯეტს და მუნიციპალიტეტს წარუდგენს დასამტკიცებლად;
    ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
    6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი დაბადებული 1971 წლის 16 მაისს, მცხოვრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ისლარი პ/ნ 56001004470.
    მუხლი 4.
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ სამეურნეო საქმიანობა, საკუთრება და შემოსავლები
    1. დასახული მიზნებისა და დასახული ფუნქციების განსახორციელებლად
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს“ თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობა, საფინანსო აღრიცხვა–ანგარიშგება.
    3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს“ უფლება აქვს მიიღოს ფულადი სახსრები, გრანტები და შემოწირულობები წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.
    4.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფინანსების წყაროა:
    ა) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
    ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
    5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულება ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე, რისთვისაც წელიწადში ერთხელ, წლიურ ბალანსს წარუდგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს.
    6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგება უნდა მოხმარდეს მისი მიზნების რეალიზებას.
    მუხლი 5.
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და
    შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ კონტროლი და ანგარიშგება
    1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ თავისი უფლებამოსილების, ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისათვის ანგარიშვალდებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.
    2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

    მუხლი 6.
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
    2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ლიკვიდაცია ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ან რეგისტრაციის გაუქმებით.
    3. ლიკვიდაცია დამთავრებულად ჩაითვლება, ხოლო რეორგანიზაციის საქმიანობა შეწყდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.
    მუხლი 7.
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დასკვნითი დებულება

    1. ამ წესდების რომელიმე დებულების ბათილობა არ გამოიწვევს მთელი წესდების ბათილობას, როცა წესდებაში რაიმე ხარვეზი იქნება დადგენილი. ბათილი დებულების მაგივრად ან ხარვეზის შესავსებად შეთანხმებულ უნდა იქნას შესაბამისი მოწესრიგება, რომელიც მასთან უფრო ახლოა და შეესაბამება დაწესებულების დამფუძნებლის ნებას, აგრეთვე წესდების არსს და მიზანს.
    2. წესდებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, რომელიც წარმოადგენს წესდების განუყოფელ ნაწილს.

     

    ვალუტის კურსი
    3.0614
    3.4673
    3.8568
  • სამსახურის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი