{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის გამგებლის ინიციატივით ნორა ხარატიშვილის სახლს სარემონტო სამუშაოები უტარდება

    ხარაგაულელ მარტოხელა დედას ნორა ხარატიშვილს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით საცხოვრებელ ფართს ურემონტებენ. ნორა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სოფელ ლაშეში,  მამაპაპისეულ სახლში. სახლი საცხოვრებლად უვარგისია და მას არც პირველადი ნივთები გააჩნია. ნორა მარტოხელა დედაა, 4 თვის ანასტასიას მარტო ზრდის. გამგებლის ინიციატივით, სახლის შეკეთება ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებას“ დაევალა. ამჟამად იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა,  კეთილი ნება გამოიჩინა ხარაგაულში ღია ესტრადის მშენებელი კომპანიის შპს „ჰესპია მურის“ ხელმძღვანელობამ და ნორას ოჯახს სამშენებლო მასალებით დაეხმარა.  „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები თავად ასრულებენ სამუშაოებს და ნორა ხარატიშვილს საკვები პროდუქტებითაც ეხმარებიან.

    ნორა ხარატიშვილი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ყველა იმ ადამიანს ვინც მისი გასჭირი გულთან მიიტანა. „ბატონი კობა ყურდღებას არ მაკლებს, ხშირად მირეკავს და ჩემს ამბავს კითხულობს. უდიდესი მადლობა „ხარაგაულდასუფთავებას“  და ავთო კამკამიძეს. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების, ღმერთმა გაგახაროთ“. 

      

     

    9 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 867 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი