{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ - მორიგი საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში

    საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, (ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე) ხარაგაულში, მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ინიციატივით საერთაშორისო ასოციაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს, საკვები პროდუქტი „ჰუმანა“ გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში 7 ბენეფიციარი ჩაერთო. ბავშვები, ვიდრე ერთი წლის ასაკს მიაღწევენ რეგულარულად მიიღებენ მათთვის საჭირო რაოდენობის საკვებ პროდუქტს „ჰუმანას“.
    8 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ და ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღავნელმა ეკა შავიძემ, ბავშვების მშობლებს საკვები პროდუქტები პირადად გადასცეს.
    შეგახსენებთ, რომ ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და „ჰუმანა ჯორჯიას” უკვე ორი წელია გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც „ჰუმანას” პროდუქცია ასოციაციის სახელით შედის საავადმყოფოებში, ასევე მას იღებენ სოციალრად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა  მადლიერებას გამოხატავს  აღნიშნული ორგანიზაციისა და მისი ხელმძღავნელის მაია კვეზერელის მიმართ იმ ქველმოქმედებისათვის, რასაც ხარაგაულში ახორციელებენ.  

      

     

    9 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 550 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი