{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დაბა ხარაგაულის გაზიფიცირება წლის ბოლომდე დასრულდება

    ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ  შეთანხმება შედგა. გამგებლის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე ორი თვის განმავლობაში პატარა ხარაგაულში წერეთელის, ნიორაძის, გრიშაშვილის, გურამიშვილის,დევდარიანის და ჭიპაშვილის  ქუჩებზე 125 ოჯახის გაზიფიცირება მოხდება. ასევე გაზიფიცირდება  დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა №115 -ში ამხანგობა ,,დევების“ ბინა და მიმდებარე ტერიტორია. დაბა ხარაგაულის გაზიფიცირება წლის ბოლომდე სრულად მოხდება  - აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.

    აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა გაზიფიცირების მსურველმა უფლებამოსილმა პირებმა შევსებული განაცხადით და გაზიფიცირებისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართოს ლიცენზიატი კომპანიის შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ადგილზე არსებულ ხარაგაულის სერვის ცენტრს მისამართზე: დაბა ხარაგაული სოლომონ მეფის ქუჩა №6.

     

     

    8 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 461 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი