{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

      

    1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საქართველოში 2003 წლიდან აღნიშნავენ. იმ დროიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში, ხანდაზმულთა დასაცავად არაერთი პროექტი და პროგრამა განხორციელდა. უფასო სასადილოები, სათნოების სახლები, პროექტი „სადილი ყველას“, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულთა უფასო კვებას ითვალისწინებს და დღემდე წარმატებით ხორციელდება.  ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ხარაგაულშიც აღნიშნეს. ხარაგაულის ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ დირექტორმა, გიორგი ჩიჩილიძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საფინანო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მოხუცებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. „სათნოების სახლმა“, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმული ბენეფიციარები მოიწვია და მათ სადილით, ტკბილეულით და ხილით  უმასპინძლა. 

       

     

     

    2 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 514 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი