{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულმა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში 19 ვაჟკაცი დაკარგა

    27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 1992-93 წლებში მიმდინარე ბრძოლების ტრაგიკული დასასრული, დღესაც მძიმე ლოდად აწევს ქართველ ერს, საქართველოს, ჩვენს მამულს. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთი ჩვენი აღარაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს 14 ათასი ადამიანი შეეწირა. 19 ვაჟკაცი დაკარგა ხარაგაულმა. 19 ახალგაზრდა მებრძოლი დაიტირა დედამ და სრულიად საქრთველომ. კვირას, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხარაგაულელი გმირების საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.  კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩხერში - გიორგი ლურსმანაშვილი, ღორეშაში - გიორგი კაპანაძე, ნადაბურში - კობა და მერაბ გელაშვილები, ღარიხევში - პაატა თაბაგარი, ხიდარში - არსენ ბერაძე, ღუდუმექეთში - მამუკა თაბუკაშვილი, ქვებში - ხვიჩა და ბაჩო ჭყოიძეები, ბორითში - იოსებ პაქსაშვილი, ბორში - როინ პავლაძე, კიცხში - ალექსანდრე ბერაძე. სოფელ ღორეშაში გიორგი კაპანაძის საფლავზე მამა პეტრემ გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.  

      

     

    28 სექტემბერი 2015

    ნანახია: 1603 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი