{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • როგორ შეხვდა ,, ეთერ კიკნაძის სკოლამდელი  გაერთიანება“ ახალ სასწავლო წელს

     

    ახალ სასწავლო წელს „ეთერ კიკნაძის სკოლამდელი გაერთიანება“ 579 აღსაზრდელით შეხვდა. გაერთიანების დირექტორის ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, თვის ბოლოს ახლადაშენებული ხიდრის ბაღის გახსნა იგეგმება, სადაც ამ ეტაპზე ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს. ოქტომბერში გაიხსნება ასევე ახლადაშენებული ზვარის საბავშვო ბაღი. იმისათვის, რომ ბაღები თანამედროვე სტანდარტებს კიდევ უფრო შეესაბამებოდეს გატარდა სხვასახვა სახის ღონისძიებები. ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში გარემონტდა სამზარეულო, სათავსო, სამრეცხაო და ორი ჯგუფის სველი წერტილები. №2 ბაღში გარემონტდა სამზარეულო  და სათავსო . მოლითის ბაღში  სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საძინებელს, სამზარეულოს და საპირფარეშოს. ყველა ბაღის სამზარეულოში დამონტაჟდა გამწოვი,ხოლო სათავსოებშისაჰაერო ვენტილაცია. ოთხ ახლადაშენებულ ბაღში მოეწყო შეშის ცენტრალური გათბობა. სკოლამდელი გაერთიანება ამჟამად ზამთრის სეზონისთვის ემზადება, თუმცა ამინდის გაუარესების  შემთხვევაში რესურსი  გასული წლიდან   კვლავ არსებობს.

    ახალი სასწავლო წლისთვის, თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოხდა მათი გადამზადება. როგორც ირმა სებისკვერაძე აღნიშნავს,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში შეძლებისდაგვარად ჩატარდა აუცილებელი სამუშაოები, თუმცა პრობლემები კვლავ არის. სოფელ ვახანში ახლადაშენებულ ბაღში, რომელიც 25 აღსაზრდელზეა განსაზღვრული, მშობლები  დამატებით  ჯგუფებს ითხოვენ. სოფელში მზარდი კონტიგენტის გამო ბაღში ადგილები აღარაა. ასეთივე მოთხოვნები აქვთ ვერტყვიჭალისა და ხევის საბავშვო ბაღებს. ადგილობრივი ხელისუფლება განიხილავს აღნიშნულ პრობლემას. სკოლამდელი გაერთიანების დირექტორი, ირმა სებისკვერაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს ხარაგაულელებს და მადლობას უხდის ადგილობრივ ხელისუფლებას გვერდით დგომისა და ყურადღებისათვის.

       

     

     

    25 სექტემბერი 2015

    ნანახია: 368 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი