{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

     

     

    „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამაა“ - აღნიშნა ლეღვნის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა - „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში, გასული სამი წლის განმავლობაში, ხარაგაულის სოფლებში მრავალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ქართული ოცნების მნიშვნელოვანი მონაპოვარია საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო განათლება და სასკოლო წიგნებზე ხელმისაწვდომობა, სიტყვის თავისუფლება, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა, კოოპერატივების შექმნის სახელმწიფო დაფინანსება, პროექტი „დანერგე მომავალი“ და უამრავი სხვა. მარტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რამდენიმე სოფელში მოასფალტდა და მოიხრეშა გზები, სანიაღვრე არხებით. ჩვენ გათავისებული გვაქვს, რომ მიუხედავად აქტიური მუშაობისა კიდევ უამრავი სამუშაოებია ჩასატარებელი. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი 2016 წელშიც. გპირდებით, ეტაპობრივად ყველა პრობლემას მივხედავთ“ - დასძინა ვარლამ თავზარაშვილმა.

     ლეღვანში გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის (დირექტორი ეკა შავიძე)  თანამშრომელი მოსახლეობას იმ სოციალურ პაკეტებზე ესაუბრა, რომელიც ხარაგაულში ადგილობრივი  ბიუჯეტიდან ფინანსდება. მარიანა ბურჯალიანმა მოსახლეობას განუმარტა, რომ მიმდინარე წელს, ამ დროის მონაცემებით, ლეღვნის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების კუთხით 16 531 ლარი დაიხარჯა.  სამასალე ხე-ტყეზე მიუწვდომლობა, სოციალური დახმარებების მოხსნა, ელექტროენერგიის სისტემის მოუწესრიგებლობა, ეს ის პრობლემებია, რაზეც ლეღვნის მოსახლეობა შეხვედრაზე საუბრობდა. ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსმა, ვლადიმერ მანჯავიძემ მოსახლეობას განუმარტა, რომ საშეშე ხის მოჭრის პროგრამა უკვე გამართულად მუშაობს, ხოლო სამასალე ხე-ტყეზე, ხელმისაწვდომობის აღსადგენად ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.   სოციალური კუთხით დასმულ კითხვებს, ხარაგაულის სოციალური სააგენტოს უფროსი სოციალური აგენტი თამილა მაჭავარიანი პასუხობდა. მან ქულების დათვლის ახალ მექანიზმზე ისაუბრა, გადასამოწმებლად  რამდენიმე ადამიანის  მონაცემებიც ჩაინიშნა.  ორ ოჯახს კი,  პირადად სახლში ესტუმრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

     

    რაც შეეხება ელექტროენერგიის სისტემის გაუმართაობას, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ლურსმანაშვილმა,  შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა, რომ  ,,ენერგი-პრო ჯორჯია“  კერძო კომპანიაა და  ხელისუფლება მათ საქმიანობაში ვერ ერევა. თუმცა იგი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იმ პრობლემებზე, რაც მათი მხრიდან,  გამოიკვეთა,  პირადად  ისაუბრებდა  ,,ენერგო-პრო-ჯორჯას“ ხელმძღვანელ პირებთან.

    ლეღვნის მოსახლეობასთან 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატი ჯამბულ გამცემლიძე და გამგებლის წარმომადგენელი  ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში პაატა ბურჯანაძე. 

       

     

    25 სექტემბერი 2015

    ნანახია: 414 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი