{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  წყლის სისტემის მოწყობისთვის 173 890 ლარი დაიხარჯა

    ხარაგაულში ახლადაშენებულ საავადმყოფოსა და მის მიმდებარე ქუჩებზე წყალმომარაგება აღდგენილია. რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის ახალი სისტემა, ჩამონტაჟდა 250 ტონიანი ბეტონის ავზი, დაიდგა ახალი ტუმბო, რომელიც 110 კვ. ელექტროენერგიას მოიხმარს და შესაბამისად ერთ საათში 100 ტონა წყალს აქაჩავებს. აღნიშნული სამუშაოები შპს „პოლიმერკონტეინერმა“ შეასრულა და ჯამში 173 890 ლარი დაიხარჯა. შეგახსენებთ, რომ სისტემა დაახლოებით 20-25 წელია მწყობრიდან იყო გამოსული და მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას წყალი არ მიეწოდებოდა.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და  არქიტექტურის სამსახურის უფროსი, არჩილ ლურსმანაშვილი პირადად დაესწრო საცდელ გაშვებას, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მისი ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის მოსახლეობაში დაერთება, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

    აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წყლის ახალი ტუმბოს საშუალებით, მომავალში წყლის მიწოდება დაბა ხარაგაულშიც გაუმჯობესდება.

       

    23 სექტემბერი 2015

    ნანახია: 641 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი