{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • რამდენი პროექტი განხორციელდა ხარაგაულში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში

    დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ფხალაძემ „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაგეგმილი საპროექტო წინადადებების შეთანხმების  შესახებ ისაუბრა.  „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ფარგლებში გამოყოფილი თანხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 125 პროექტი განხორციელდა.  მთლიანობაში მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში რეგიონალური განვითარების ფონდიდან 767 473 ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული თანხიდან სოფელ კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებლობის სამუშაოების ელექტრონული შესყიდვისას 5 473 ლარის ეკონომია წარმოიშვა, ხოლო სოფელ ვაშლევში ხიდ-ბოგირის საფარის შეცვლის სამუშაოებში 400 ლარი დაიზოგა. ჯამში ამ დროისთვის  გამოთავისუფლებული თანხა 5 873 ლარს შეადგენს“.

    ბიუროს სხდომაზე მალხაზ ფხალაძემ ის პროექტები დაასახელა, რომლებიც ზემოთთქმული თანხით დაფინანსდება. კერძოდ სოფელ უბისში მოსახლების თხოვნით მგზავრთა მოსაცდელი მოეწყობა, რომლისთვისაც  1182 ლარი დაიხარჯება. სოფელ თეთრაწყაროში, ვეფხვაძეებისა და შავიძეების უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის შეკეთებისთვის   2 113 ლარია საჭირო. 1078 ლარი კი,  ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში   წყლის პლასტმასის ავზის შეძენას მოხმარდება. რაც შეეხება დარჩენილ 1 500 ლარს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით    აღნიშნული თანხა  სოფელ თეთრაწყაროში წყლის ავზის შესაძენ თანხას დაემატება. რომლითაც უკვე შესაძლებელი იქნება 16 ტონიანი ავზის ნაცვლად იქ, 30 ტონიანი წყლის ავზი შეიძინონ.

    „გამომდინარე აქედან „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ 125 პროექტს დაემატება სამი და ჯამში მივიღებთ 128 განხორციელებულ პროექტს“ - აღნიშნა დღევანდელი ბიუროს სხდომაზე მალხაზ ფხალაძემ.

     

    22 სექტემბერი 2015

    ნანახია: 424 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი