{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტი „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება

     

    კიცხში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში სოფლის სახლის მშენებლობისთვის 157 413 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ტუკა“ ასრულებს. კიცხის საზოგადოებრივი ცენტრი ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.
    საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიღებისთვის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისთვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენობით სოფელ კიცხისა და მიმდებარე სოფლების ვარძია, წყალაფორეთი, ხონი, ჩალხაეთი, პატარა ვარძია, ლახუნდარა, ბორი, საქარიქედი, იგორეთი, თეთრაწყარო, ხიდარი და ბუდიანეთის მცხოვრებნი ისარგებლებენ. მათ ცენტრში ადგილობრივი კადრები − თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. ცენტრში ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკაც. აღსანიშნავია, რომ სოფელ კიცხში და მიმდებარე სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მათ საშუალება მიეცემათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრში განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც.

      

     

    17 სექტემბერი 2015

    ნანახია: 810 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი