{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • შეხვედრა მოლითისა და ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულებში

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ადმინისტრაციულ ერთეულებში,მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, შეხვედრა მოლითისა და ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე, სამსახურის მთავარი სპეციალისტები ნათია ბერაძე და ვაჟა მაჭავარიანი, მოლითისა და ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულების  წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

     შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ვაჟა მაჭავარიანმა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განსავითარებლად შექმნილი პროგრამები გააცნო. მან აღნიშნა, რომ კოოპერატივის შექმნა, მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელშიც მინიმუმ 5 ბენეფიციარი უნდა გაერთიანდეს, რომელთაც   შესაბამისიბიზნეს–იდეა ექნებათ. დაინტერესების შემთხვევაში, ადამიანები გაივლიან ტრენინგებს და მიიღებენ დახმარებას საკუთარი ბიზნეს–გეგმის შესადგენად. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს–გეგმა საგრანტო კონკურსს გაივლის ბენეფიციარი დაფინანსდება. პარალელურად, სახელმწიფო მათ მიღებული პროდუქციის ბაზარზე გატანაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია ის, რომ დამფინანსებელი ბიზნეს–გეგმის განხორციელების შემდეგ  არანაირ გადასახადს არ ითხოვს. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია, ფულადი სახით  პროექტში მონაწილეობა ფინანსური შენატანით მიიღოს.

     სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნათია ბერაძემ მოსახლეობას  გააცნო პროექტი, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ერთ ადამიანს შეუძლია მოიპოვოს 5000 ლარიანი დაფინანსება, რომლითც შეძლებს დაიწყოს ან გააფართოოს უკვე არსებული ბიზნესი. ამ შემთხვევაში, ორ ან სამ ბენეფიციარს შეუძლია გაერთიანდეს და მიიღოს მეტი თანხა. თითოეული ბენეფიციარი ვალდებულია საკუთარი იდეის განსახორციელებლად 20%–ით მიიღოს მონაწილეობა. როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრისას გამოიკვეთა, ძირითად აქცენტს მოსახლეობა მეფუტკრეობაზე, მესაქონლეობაზე, რძის პროდუქციის წარმოებასა და თხილის გაშენებაზე აკეთებს.

    მოსახლეობა გაეცნო ასევე, პროექტს – „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიაც გლეხს შესაძლებლობა აქვს განავითაროს სანერგე მეურნეობა. პროექტის მიზანია სასოფლო–სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა. მასში მონაწილეობის მთავარი პირობა ისაა, რომ სანერგე ტერიტორია 1 ჰექტარს მაინც უნდა შეადგენდეს და უნდა იყოს მოსარწყავად ხელმისაწვდომი. სოფელ ვახანში, შეხვედრას სოფლის მკვიდრი დავით ინასარიძე დაესწრო, რომელმაც უკვე გაიარა შესაბამისი ტრენინგები და დაფინანსებას ელოდება.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა, ბონდო კიკნაველიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. დაინტერესების შემთხვევაში საინფორმაციო სამსახური მათ საჭირო დახმარებას გაუწევს.

      

     

    11 სექტემბერი 2015

    ნანახია: 1219 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი