{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფაგრგლებში 43 ათასი ლარი დაიხარჯა

    საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. პროექტებზე 38 ათასი ლარი დაიხარჯა. დამატებით, თანადაფინანსების სახით, საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარი დაემატა.

    გამგებლის წარმომადგენლის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა ყრუაშვილის ინფორმაციით, სოფლის ცენტრალური გზები შეკეთდა  საღანძილეში, სხლითსა და  ჩხერში .სოფლის საუბნო გზები შეკეთდა სოფელ ზარანსა და ვანში კურტანიძეების, ბუხნიკაშვილების, გაბუნიების, ჩხაკოურების და ტაბატაძეების უბანში.საუბნო გზები შეკეთდა ასევე სოფელ ჯაფაროულში.

    სასაფლაო შემოიღობა იჩქიტიძეების უბანში. საღანძილის 3 წყაროს რეაბილიტაციისათვის მოხდა მასალების შესყიდვა. სოფელ ზარანში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის გამართვისათვის შეძენილი იქნა მასალები.

    სოფელ ჩხერში ფურცელაძეების და არევაძეების უბანში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა.

    სოფელ სხლითში შემოიღობა სასოფლო-სამეურნეო მიწა 500 ლარი.

      

     

    11 სექტემბერი 2015

    ნანახია: 382 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი