{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფელ მოლითში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია

     

    ხარაგაულის(ა)იპ ,,სათნოებისსახლის“ დირექტორი, გიორგი ჩიჩილიძე, გამგებლის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე  და ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” დირექტორი ეკა შავიძე,  დეისში მცხოვრებ    ნინო კიკნაძის  ოჯახს  ესტუმრნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს.

     ნინო  კიკნაძის  ოჯახი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია.  ქალბატონი ნინო მარტოხელა მრავალშვილიანი დედაა.   ოჯახის ძირითადი შემოსავალი  სოციალური  დახმარებაა. სახლი, რომელშიც კიკნაძეები  ცხოვრობენ ავარიულ მდგომარეობაშია.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის გია ჭიპაშვილის ინფორმაციით,   კომისიამ  აღნიშნული ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა და მას მეორე კატეგორია მიანიჭა.  ოჯახი განსაზღვრულ თანხას უახლოეს მომავალში მიიღებს.

    ქალბატონმა ნინომ სტუმრებს ყურადღებისა და  დაფასებისათვის  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  მსგავსი ტიპის აქტივობები  ადგილობრივი  ხელისუფლების მხრიდან პირველი  არ არის. 

     

     

    10 სექტემბერი 2015

    ნანახია: 627 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი