{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტების მოგვარების შესაძლო გზებზე  იმსჯელეს

     

     

    8 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში  შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი ლაშა მოისწრაფიშვილი, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორილევან თაბუნიძე, კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

      შეხვედრაზე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული „დაცული ტერიტორიებისა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტის სქემა“ განიხილეს. კვლევის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენდა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მაგალითზე, მიდგომების ჩამოყალიბება საქართველოში დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონფლიქტების დროული გამოვლენისათვის, შეფასებისა და გადაწყვეტისათვის და სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება.  როგორც შეხვედრაზე ითქვა, წინამდებარე ანგარიშის სამუშაო ვერსია   ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის არსებულ და პოტენციურ კონფლიქტებს და მათ გამომწვევ მიზეზებს აღწერს და   კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევა. შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, შეხედულებების გაზიარება და ერთობლივი ხედვის  ჩამოყალიბება.

        შეხვედრა დებატების ფონზე წარიმართა. როგორც ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას ხე–ტყის რესურსებითა და საძოვრებით სარგებლობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მიმდინარეობს ხე–ტყის არალეგალურად ჭრა, პრობლემაა ასევე უკანონო ნადირობა. როგორც აღინიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობას ალტერნატიული შემოსავლის წყარო არ გააჩნია. ეროვნული პარკის  დაცული ტერიტორიები სასარგებლოა, მაგრამ მოსახლეობამ ეს უნდა გააცნობიეროს და ტურიზმი შემოსავლის მიღების ალტერნატიულ წყაროდ აქციოს. ეს იქნება მცირე საოჯახო სასტუმროს გამართვა თუ სხვა რამ - აღინიშნა შეხვედრაზე.

        ხე–ტყის რესურსის არახელმისაწვდომობა ძირითად პრობლემად  დაასახელეს    ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეულების  მაჟორიტარმა დეპუტატებმაც. მათი განცხადებით, მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა თავიანთი სამეურნეო საქმიანობისთვის ტყის რესურსი გამოიყენოს, მაშინ როცა ხე–ტყის რაოდენობა გაზრდილია. ამ პრობლებების გამო, სოფლები დაცლილია. ეროვნული პარკის წარმომადგენლების განცხადებით ხე–ტყის რესურსი მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს, მაგრამ ლიმიტირებულად. ამ პრობლების მოსაგვარებლად კი მათ სატყეო სააგენტოს უნდა მიმართონ.

       ,,თვითონ მოსახლეობა უნდა გააქტიურდეს და სწორად გამოიყენოს ის, რომ ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიების გვერდით ცხოვრობენ. ჩვენი მთვარი ფუნქცია კი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა“ – აცხადებს  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა.

      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარე, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულისთვის ტურიზმი უნდა გახდეს ერთ–ერთი წამყვანი სფერო. ამისათვის საჭიროა მივიღოთ მეტი ცოდნა და გამოცდილება, რომ გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.

    აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია ,,GEO” (Georgia’s Environmental Outlook) კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ,,GEO” -ს მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

      

    10 სექტემბერი 2015

    ნანახია: 1085 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი