{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ცოდნის დღესასწაული ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში

    6 სექტემბერს თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტ „ეტალონის“ 10 წლის იუბილე გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებას საქრთველოს მასშტაბით 73 მუნციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ, ყოფილი ეტალონელები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის დამსახურებული მოღვაწეები და შემოქმედებითი ჯგუფები.

    საზეიმო ღონისძიება  სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროეტის „ეტალონის“ დამაარსებელმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მოწვეულ სტუმარს და მათთან ერთად მიულოცა „ეტალონს“ 10 წლის იუბილე. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და  ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები. მათეტალონს 10 წლის იუბილე  მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.  მოწვეულმა საზოგადოებამ სოციალურ-საგანმანათლებლო  მედია-პროექტ „ეტალონის“ საზოგადოებრივ არხზე დაბრუნებას ერთხმად დაუჭირა მხარი.საზეიმო ღონისძიებაზე  სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სხვდასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მომღერლები, მოცეკვავეები, ხალხური და ფოლკლორული ანსამბლები.  ხარაგაულიც ერთ-ერთი გამორჩეული ნომრით წარსდგა მსმენელთა წინაშე. ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „უბისმა“, მომღერებლებთან თიკო ლურსმანაშვილთან და თიკო ჯანიაშვილთან ერთად შეასრულა სიმღერა „ოდა ხარაგაულს“ (ტექსტის და მუსიკის ავტორი დალი მერაბიშვილი). შესრულებამ მაყურებელთა მხურვალე ტაში და ოვაციები გამოიწვია.

    გოჩა ტყეშელაშვილმა საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ,,ეტალონის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მისალოცი სიტყვები გააცნო.

    დასასრულს შესრულდა პატრიარქის საგალობელი „ალილუია“. 

      

     

    7 სექტემბერი 2015

    ნანახია: 716 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი