{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

     

     

    ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიანი სოფელი გეთსამანია საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია. სოფელს წლებია უგზოობის პრობლემა აქვს. არის უბნები, სადაც სამანქანო გზა არასდროს ყოფილა, რაც გაუსაძლის პირობებს უქმნის იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მომავალ წელს გედსამანიაში გზა შეაკეთოს.  ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, სოფლის ყველაზე მაღალ წერტილამდე დაახლოებით 8 კილომეტრიანი გზაა. სავარაუდოდ რეგიონალური განვითარების ფონდიდან  ერთ სოფელში გზის შესაკეთებლად 400 000-დან 500 000 ლარამდე თანხა გამოიყოფა. ამ თემაზე სასაუბროდ და მოსახლეობის აზრის გათვალისწინების მიზნით, (როგორ სჯობს, რა ურჩევნია სოფელს), გედსამანიის მოსახლეობას ამავე თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე, გამგებლის წარმომადგენელი კახა ლომიძე, საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე და  ხარაგაულის საკრებულოს საფინნსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი შეხვდნენ. ვარლამ ჭიპაშვილმა მოსახლეობას განუმარტა,  - „იმ თანხით რაც გედსამანიისთვის გამოიყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2 კმ გზის მოასფალტება, რაც გამოიწვევს იმას, რომ სოფლის უმთავრეს პრობლემად ისევ უგზობაა დარჩება“. მოსახლეობის  აზრი ორად გაიყო. ზოგნი ამბობდნენ ასფალტი სჯობს, ზოგნი მთლიანი გზის გაკეთებას ითხოვდნენ. „ჩვენ რა ვქნათ, სადაც ასფალტი არ ეყოფა, ამიტომ სჯობს დავხრეშოთ, დავგრუნტოთ, სანიაღვრეები გავაკეთოთ“.  ქალბატონმა ლენა აბაშიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა - „ჩვენ ვიმსჯელეთ ყველამ ერთად და შევჯერდით იმაზე, რომ უმჯობესი იქნება გამოყოფილი თანხით მთლიანად გაკეთდეს 8 კილომეტრიანი გზა, სანიაღვრეებით და ასევე მოეწყოს შიდა საუბნო გზები. მხოლოდ ეს იქნება მოხრეშვით და შემდეგ დაგრუნტვით. მოსახლეობას შეუძლია განახორციელოს მონიტორინგი მუშაობის პროცესში, რათა გზა ხარისხიანად გაკეთდეს“.  საბოლოოდ მოსახლეობა შეჯერდა და 2016 წლის გაზაფხულში გეთსამანაში ახალი გზა იქნება. გზა მოიხრეშება და დაიგრუნტება. 

     

      

     

     

     

     

    5 სექტემბერი 2015

    ნანახია: 1742 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი