{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა

     

     2 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა. რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ  საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ სწავლის დასაწყებად სკოლებში ყველაფერი მზადაა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა სწავლას 14 სექტემბერს, ხოლო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია 28 სექტემბერს დაიწყებს.  31 აგვისტოს მოსწავლეთა მობილობა დასრულდა.  პირველ და მეორე კლასელების დამატებითი რეგისტრაცია კი 2 სექტემბერს დასრულდება. დავით კიკნაძის ინფორმაციით, წელს ხარაგაულის მუნციპალიტეტში კომპიუტერს  პირველი კლასის 144 მოსწავლე მიიღებს. სკოლის  ვარგისი სახელძღვანელოების გადაცემა დაიწყება და საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები ახალ წიგნებსაც მიიღებენ.  2015–2016 სასწავლო წელს, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ  ახალი საგანი მეწარმეობის საფუძვლები.

    დავით კიკნაძის ინფორმაციით, წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 80–ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. მანვე აღნიშნა, რომ ის აბიტურიენტები, რომლებიც ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე 9 და 12 კლასდამთავრებულებს  შესაძლებლობა აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება. მსურველებს  პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტ,  მარიკა ბააკაშვილთან შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია მომავალ კვირას დაიწყება.

    2011–2014 წელს სერთიფიცირებული პედაგოგების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სქემაში, შეფასება მოხდება. პედაგოგებმა რეგისტრაცია 11 სექტემბრამდე უნდა გაიარონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში,  21 სექტემბრამდე კი თავიანთი განხორციელებული აქტივობები eSchool-ში უნდა ატვირთონ. შეხვედრის დასასრულს, დავით კიკნაძემ განაცხადა, რომ მედია–პროექტ „ეტალონის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებიდან მოსწავლეები არიან მიწვეულნი.

     

     

    2 სექტემბერი 2015

    ნანახია: 391 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი