{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „მანდილის“ მხარდასაჭერად  კონცერტი გაიმართა

     

     

    1 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში ახლადჩამოყალიბებულ ქალთა ვოკალური გუნდის „მანდილის“ მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართა. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა ქალთა გუნდ „მანდილს“  გადაეცა. ღინისძიებაში ხარაგაულელი მომღერლები თიკო და თათული ლურსმანაშვილები, თიკო და ლიკა ჯანიაშვილები, ნინო დავაძე, მარიამ ბარამიძე და ანსამბლ „უბისის“ მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. „მანდილი“ არასამთავრებო ორგანიზაციის, „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“, ინიციატივით ჩამოყალიბდა და მისი მიზანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმღერის მოყვარული ქალბატონების აღმოჩენაა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“, საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალბატონი, ხათუნა მანჯავიძე აღნიშნავს, შემოსული თანხა გუნდისთვის ლოტბარის, ალეკო კახიშვილის მოწვევას მოხმარდება. ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, 11 წევრისაგან შემდგარი ქალთა ვოკალური გუნდი „მანდილი“ სულ რაღაც ერთი თვეა  არსებობს. ქალთა ვოკალური გუნდი მომავალში ხარაგაულის კინოთეატრში კონცერტის ჩატარებას  გეგმავს.

     

      

     

     

    2 სექტემბერი 2015

    ნანახია: 519 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი