{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით განხორციელდა

     

     მიმდინარე წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის პროექტების განსახორციელებლად 22 000 ლარი გამოიყო. აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 000 ლარი დაემატა და წყალაფორეთის თემში შემავალ რამდენიმე სოფელში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. სოფელ წყალაფორეთში საბავშო ბაღის, ბუდიანეთისა და გაბეხაძეების საუბნო გზები შეკეთდე და მოიხრეშა.  აღნიშნული პროექტისთვის, „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში 5000 ლარი გამოიყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი  2500 ლარი დაიხარჯა. აქვე მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი, რომლის ღირებულებამაც 1000 ლარი შეადგინა.

     წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ხონში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში და თანადაფინანსებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ცენტრალური და საუბნო გზები შეკეთდა, რისთვისაც 4 ათასი ლარი დაიხარჯა. საუბნო გზები შეკეთდა, ასევე სოფელ ლახუნდარაში. აღნიშნული პროექტისთვის, „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში 12 300 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5500 ლარი იყო გამოყოფილი. ამავე სოფელში, კოვზირიძეების უბანში წისქვილისათვის საფქვავი მიქსერი შეიძინეს, რომლის საერთო ღირებულებამ 700 ლარი შეადგინა.

     ამ დროისთვის  სოფელ წყალაფორეთსა და პატარა ვარძიაში  მიმდინარეობს გარე განათების მოწყობა. პროექტის ღირებულება 5 000 ლარს შედგენს. სამუშაოებს „ხარაგაულკეთილმოწყობა“ შეასრულებს.

        ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში კვლავ მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელება. 

     

    31 აგვისტო 2015

    ნანახია: 494 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი