{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • რეკომენდაციები ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან

    რამდენიმე წელია რაც ხარაგაულის მოსახლეობას საშიში მწერის კრაზანას მომრავლება აწუხებს. მოსახლეობის აქტიური მომართვიანობიდან გამომდინარე, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას შემდეგ რეკომენდაციას აძლევს. 
    ნივთიერება „ალპაკი“(რომელიც შხამ-ქიმიკატების მაღაზიაში იყიდება) 100 გრ. ნივთიერება იხსნება 10 ლიტრ წყალში. მიღებული ხსნარი ვენახის მანქანით უნდა შეასხათ იმ ადგილებში სადაც კრაზანების ბუდეა. 
    მითითება: აუცილებელია შეწამლვა მოხდეს ღამის საათებში, პირი, რომელიც ოპერაციას ასრულებს უნდა იყო დაცული (თავზე უნდა ეხუროს მეფუტკრის ქუდი და არ უნდა უჩანდეს სხეულის შიშველი ნაწილი, ხელებზე აუცილებლად უნდა ეცვას ხელთათმანი). 
    ასევე კარგი და ეფექტურია ადუღებული წყალი, რომელიც გაჩენილ ბუდეებში უნდა შეასხათ. 
    ხოლო იმ შემთხვევაში თუ კრაზანამ გიკბინათ: 1. ნაკბენ ადგილზე დაიდეთ ყინულის ნატეხი. 2. მიიღეთ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები (სუპრასტინი, ტავეგილი, დექსამეტაზონი (ამპულაში)... და გამოიძახეთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. იმ შემთხვევაში თუ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მიდიხართ (მთაში, ტყეში) სასურველია თან იქონიოთ ზემოთ ხსენებული პრეპარატების აბები.

     

     

    21 აგვისტო 2015

    ნანახია: 790 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი