{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ადამიანები რომლებმაც იციან დროის მართვა  ფიქრობენ პოზიტიურად და გასცემენ მეტ პოზიტივს

     

     მას შემდეგ, რაც სტატიების კონკურსში   მონაწილეობა გადავწყვიტე, უფრო მეტად დავინტერესდი დროის მენეჯმენტით.თემასთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩამეწერა ინტერვიუ და გამეგო როგორიყენებენ ჩვენთვისყველაზე ძვირფასს რესურსს - დროს   ჩემს რაიონში, ხარაგაულში, პროფესიულად შემდგარი და წარმატებული ადამიანები.  

    თათია ბლუაშვილ- ექიმი პროფილაქტიკოსი (ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი)   „შეიძლება ითქვას, რომ  დროის დეფიციტი მაქვს.   ჩემი ახლობლებისა და ნათესავების მოსანახულებად დროს  ვერ ვპოულობ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ დროის მართვა შესაძლებელია. სამსახურისთვის გამოყოფილ დროს მაქსიმალურად  ვიყენებ და საქმის ბოლომდე დასრულებასაც ვასწრებ“.

    ინგა ზვიადაძე -  სტატისტიკოსი (ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი) „დრო ძალიან სწრაფად გადის და  ჩემთვის  თითოეული წუთი ძვირფასი და ღირებულია. სამსახურში საქმეს ყოველთვის დროულად ვაკეთებ და თანაც ისე, რომ შესვენებაზე უარის თქმაც არ მიწევს. ვიცი რა დროს რა უნდა გავაკეთო და სწორედ ეს მეხმარება ვიყო ორგანიზებული“.

    ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის აბონიმენტის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ხათუნა კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ დროის დეფიციტს ყველაზე მეტად შვილებთან ყოფნის დროს განიცდის. რაც შეეხება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, დროის ეფექტურად გამოყენებისთვის, დღეს წინაწარ გეგმავს, თუმცა არა წერილობითი ფორმით. მისი თქმით დროის უქმად დაკარგვის საშუალება არ აქვს, რადგან სამსახური და ოჯახი ამის საშუალებას არ აძლევს.'  

    ამ ინტერვიუმ კიდევ უფრო კარგად  დამანახა, რომ ადამიანები რომლებმაც იციან დროის მართვა  არიან უფრო :

    •         პროდუქტიულები;
    •         აქვთ მეტი ენერგია, რაც მიზნების მიღწევისთვისაა საჭირო;
    •         არ აქვთ სტრესი;
    •         იღებენ მეტ დადებით შედეგებს;
    •           შეუძლიათ  მოასწრონ და  გააკეთონ ყველაფერი რაც მათ სურთ;
    •           ფიქრობენ პოზიტიურად და გასცემენ მეტ პოზიტივს; 

     ვფიქრობ, რომ მთავარია იპოვო დროის მართვის ისეთი სტრატეგია, რომელიც იმუშავებს  საუკეთესოდ პირადად შენთვის.შესაბამისობაში  იქნება შენს  უნარებთან, მიზნებთან და ამოცანებთან.

    ქვემოთ მოცემულ  ლინკზე თქვენ ნახავთ ჩემს სტატიას, სადაც საუბარია იმ ათ სტრატეგიაზე, რომელიც დროის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ.

    http://www.davidkenchadze.com/2015/07/n8.html 

    ,,სტატიების კონკურსი“  ბიზნეს ტრენერმა, კონსულტანტმა დავით კენჭაძემ გამოაცხადა. ბოლო მონაცმებით ამ ეტაპზე 10 კონკურსანტი იბრძვის პირველობისთვის (მათ შორის მეც).  გამარჯვებული ნახვების რაოდენობით გამოვლინდება. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს ჩემი სტატია. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისა და თანადგომისათვის.

     

     

    მარიამ შარიქაძე

     

     

    17 აგვისტო 2015

    ნანახია: 466 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი