{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •    პროექტის, „ერთად შევუერთდეთ ევროპას“, ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

        10 აგვისტოს, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში თენგიზ გოგოტიშვილმა პროექტის,  „ერთად შევუერთდეთ ევროპას",  ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.  პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალაისწინებს.  როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირი,  რა მოვალეობები აკისრია, რას მიაღწია  დღეისათვის თავისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და როგორი მომავალი ექნება საქართველოს, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანდება  – აი ის საკითხები,  რასთან დაკავშირებითაც თენგიზ გოგოტიშვილი საზოგადოებას ესაუბრა. შეხვედრაზე, გაიმართა თომა ჩაგელიშვილის ფილმის  – „მოგზაურობა ევროპაში“  ჩვენება და დამსწრე საზოგადოებას პასკალ ფონტენის ბროშურა – „12 გაკვეთილი ევროპის შესახებ“  გადაეცა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

     

     

    10 აგვისტო 2015

    ნანახია: 481 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი