{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „ულიჩინარი“ პაციენტებს ფიზიოთერაპია–რეაბილიტაციას და სამკურნალო მასაჟს შესთავაზებს

    ხარაგაულში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ ულიჩინარი“ გაიხსნა. პაციენტებს მაღალკვალიფიციური, ფიზიოთერაპევტ–რეაბილიტოლოგი მირზა ინასარიძე და შმაგი კიკნაძე მოემსახურება, რომლებიც წლების განმავლობაში ქალაქ სტამბულში მუშაობდნენ. „ულიჩინარი“ მომხმარებლებს ფიზიოთერაპია–რეაბილიტაციას და სამკურნალო მასაჟს შესთავაზებს. ასევე, არის ბავშვთა და მოზარდთა მასაჟი. სეანსის 45 წუთი მიმდინარეობს.  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრ „ულიჩინარში“ ძირითადი აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე გაკეთდება.

      ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ ულიჩინარი“ ხარაგაულში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიკნაძის №11 მდებარეობს. პაციენტების  მიღება 9.30 საათიდან 18.00 საათამდე განხორციელდება.

      

    10 აგვისტო 2015

    ნანახია: 678 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი