{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

     

        დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქუთაისის მესამე ბრიგადის წარმომადგენლებმა, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოფელ ხიდარში, ზაზა გლუნჩაძის საფლავთან, ასევე დაღუპულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები შეიკრიბნენ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდრის მკვიდრი კაპრალი, ზაზა გლუნჩაძე 2008 წლის 8 აგვიტოს ცხინვალში დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლთა გადარჩენას ცდილობდა. გარდაცვალების შემდეგ, ზაზა გლუნჩაძე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან დაღუპული გმირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა. როგორც ზაზას დედა, ქალბატონი მარინა აღნიშნავს, მის ოჯახზე სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს, მაგრამ მას დანაკარგს ვერაფერი აუნაზღაურებს.

        

      

     

    8 აგვისტო 2015

    ნანახია: 1014 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი