{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    შეარჩიე  მუნიციპალიტეტისა და შენი სოფლის პრიორიტეტები

     

     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონის განვითარების ცენტრთან ერთად ახორციელებს მოსახლეობის გამოკითხვას ხარაგაულის მუნიციპალტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებისთვის. მომზადდა ანკეტა, რომლის საშუალებითაც შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში. ანკეტებს მიიღებთ თქვენი მაჟორიტარული ოლქის დეპუტატის დახმარებით, ასევე აიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ბეჭდვითი გამოცემის „ახალი ხარაგაულისა“ და დამოუკიდებელი გაზეთის „ჩემი ხარაგაულის“  საშუალებით. ინტერნეტის მომხმარებლებს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook-ის გვერდისა (www.facebook.com/sakrebulo1და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის  საშუალებით (www.kharagauli.ge)

     

      ძვირფასო  ხარაგაულელებო!

          ამ ბმულზე შესვლისას თქვენ გაეცნობით ანკეტას, რომელშიც ჩამოწერილია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები და გთხოვთ, აღნიშნული ჩამონათვალიდან შეარჩიოთ როგორც მთელი ხარაგაულისთვის და ასევე თქვენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჩვენი მიზანია, გავიგოთ თქვენი აზრი, თუ რა არის დღეს ყველაზე პრიორიტეტული და შემდგომ საჯარო შეხვედრების საშუალებით ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ პრიორიტეტები. ჩვენ, ყველას, გვინდა ხარაგაულის განვითარება, ამიტომ მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მუნიციპალიტეტზე.

        იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება და მოაგვარო ადგილობრივი საკითხები, დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან მნიშვნელოვანია თქვენი, ჩვენი ხალხის, მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მართვაში, რათა უფრო კარგად იყოს გათვალისწინებული თქვენი სურვილები და მოსაზრებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება. შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიცაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი, ერთად უნდა შევიმუშავოთ. ამდოკუმენტშიასახულიამუნიციპალიტეტისგრძელვადიანიგანვითარებისხედვადაგეგმა. პრიორიტეტებისდოკუმენტსდაეყრდნობა2016 წლის ბიუჯეტი.ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი პრობლემები და შესაძლებლობები, რა პროექტებია დღეს აქტუალური და მნიშვნელოვანი ჩვენი განვითარებისათვის.

         ერთად მსჯელობა ადვილი არ არის. ჩვენ ამ ტიპის თანამშრომლობისთვის შევარჩიეთ მარტივი გამოკითხვის მეთოდი, ეს პატარა ანკეტა პირველი ეტაპია, გავიგოთ თქვენი ხედვები. თქვენს მიერ შევსებული ანკეტების დამუშავების შემდეგ ყველა სოფელში გვექნება შეხვედრები, სადაც ვიმსჯელებთ, რა შედეგი მოგვცა ამ გამოკითხვამ, რას ფიქრობს საზოგადოება. ასევე გაგაცნობთ გამგეობისა და საკრებულოს მოსაზრებებს  პრიორიტეტებთან დაკავშირებით და აზრთა შეჯერებით, ერთად ჩამოვაყალიბებთ ხარაგაულის პრიორიტეტების დოკუმენტს. ცხადია, ეს დოკუმენტი ყველა პრობლემას უცებ ვერ მოაგვარებს, თუმცა განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, თუ რას განვახორციელებთ 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში. არ გვაქვს ილუზია, რომ იდეალურად ვგეგმავთ ამ პროცესს, ეს პირველია და თქვენი იმედი გვაქვს, რომ მიგვითითებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთ. ამ გამოკითხვით საფუძველი ჩაეყრება პრიორიტეტების დოკუმენტზე ერთობლივ მუშაობას და ეს გახდება ყოველწლიური პროცესი, რომელიც თქვენი აქტიურობის წყალობით წლიდან წლამდე სულ უფრო ქმედითი გახდება. მთავარია, ჩვენ, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თქვენთან ერთად გვსურს გადაწყვეტილებების მიღება.

    თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის! შეავსეთ ანკეტა და შერჩიეთ ხარაგაულისა და თქვენი სოფლის პრიორიტეტები. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ხარაგაულის უკეთეს მომავალზე.

     

    დიდი მადლობა თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

     

    30 ივლისი 2015

    ნანახია: 494 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი