{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება რატი ენუქიძის მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან  13 ივნისის თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კიდევ ერთხელ დაეხმარნენ. ამჟამად  ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებამ, რატი ენუქიძის მრავალშვილიან ოჯახს გაუწია დახმარება. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ოჯახია, რომელსაც, ვაკე–საბურთალოს გამგებლის, ლაშა აბაშიძის შუამდგომლობით, პატრიარქმა 200 კვადრატული მეტრი ფართის ბინა საჩუქრად გადასცა. ენუქიძეების ოჯახმა ბაღების გაერთიანებიდან  საოჯახო ნივთები, ჭურჭელი  და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები მიიღეს.  

    „რატის მეუღლე, მაკა ჭანკვეტაძე, ხარაგაულის რაიონის სოფელ წყალაფორეთიდანაა. ხოლო მაკას დედა,  ნათელა რობაქიძე, წყალაფორეთის ბაღის მზარეულია.  ქალბატონ მაკას ჰყავს სამი  შვილი და აგრეთვე ზრდის  ორ მულიშვილს. ოჯახი ძალიან კმაყოფილია. მათ აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ ჭურჭელი და ყველაზე მეტად, სწორედ მისი მიტანა გაეხარდათ.

    სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარენ ასევე მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლები (გამგებლის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე). მათ საბანკო ანგარიშზე 160 ლარი ჩარიცხეს. 

      

     

    21 ივლისი 2015

    ნანახია: 491 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი