{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მოსახლეობის ძირითადი პრობლემა ხე-ტყეზე მიუწვდომლობა და სოციალური დახმარების მოხსნაა

     

    17 ივლისს  ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ წარმომადგენლებმა  ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გამართეს.  შეხვედრას  მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გელაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ შუბითძე, ეკონომიკის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, შალვა ლურსმანაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი და კოორდინაციის განყოფილების უფროსი, გია ჭიპაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს,  რომლის მოგვარებაცნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში უმოკლეს ვადებში  იგეგმება.   ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორი,  ეკა შავიძე   ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და  მოსახლოებას  ის სოციალური დახმარების პაკეტები გააცნო, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით ხორციელდება. ეკაშავიძემ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ცხელი ხაზის სერვისთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტება გააკეთა  -  ,,ადგილობრივ თვითმმართველობასა და  მოსახლეობას შორის   უფრო მეტი კომუნიკაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,   ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდა. ამით მოსახლეობას საშულება მიეცა  მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან   საკითხებზე.“

    საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე,  ვარლამ ჭიპაშვილი ნადაბურში შეკრებილ მოსახლეობას, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მომავალში განსახორციელებლ პროექტებზე ვრცლად ესაუბრა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა უკეთეს პირობებში იცხოვროთ. თუ ამ 2-3 წლის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესძლო და ყოფითი პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანა, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ხარაგაულის ბიუჯეტი კიდევ უფრო მზარდი იქნება, რაც ასევე დადებითად ისახება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე“.

    შეხვედრაზე მოსახლეობამ  იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მათ წინაშე ყველაზე მწვავედ დგას.  ძირითად პრობლემად  ხე-ტყეზე მიუწვდომლობა და სამედიცინო ამბულატორიის არქონა დასახელდა. ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს   სოციალური დახმარების  დანიშვნასთან   დაკავშირებითაც.  დამატებითი თანხები მოითხოვეს ასევე სოფელში  სპორტული მოედნის დასასრულებლად და ხიდ-ბოგირის შესაკეთებლად.

    როგორც  ნადაბურის მაჟორიტარმა დეპუტატმა,  მიხეილ გელაშვილმა განმარტა, ნადაბურში  სამედიცინო მომსახურების კუთხით პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება.  ადმინისტრაციული შენობაში მოეწყობა ორი ოთახი, სადაც მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. მიხეილ გელაშვილის  ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხა უკვე  გაკეთებულია და სარემონტო სამუშაოები მალევე დაიწყება. 

    ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გეგმავს. 

      

     

     

    20 ივლისი 2015

    ნანახია: 846 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი