{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ა(ა)იპ სათნოების სახლის დირექტორად გიორგი ჩიჩილიძე დაინიშნა

     

    გიორგი ჩიჩილიძე ხარაგაულელია. მან სწავლა 1986 წელს ხარაგაულის N1 საშუალო სკოლაში დაიწყო. 1996 წელს სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის N173 საჯარო სკოლაში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა.  2000-2003 წლებში მუშაობდა შპს „ტრანსვეიზში“ ტექნიკურ მენეჯერად. 2005-2007 წლებში - „ყაზტრანსგაზ“ თბილისის ოფისში წამყვან ტექნიკოსად. 2010-2012 წლებში შპს „ელიტა ბურჯის“ თანამშრომელი გახლდათ. გიორგი ჩიჩილიძეს მიღებული აქვს  განათლება სამედიცინო და ეკონომიკური მიმართულებებით. მან წარმატებით ჩააბარა საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო გამოცდები. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

    ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ თანამშრომლებს, ახალ დირექტორს მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი ხვალ, 2 ივლისს წარუდგენს.  

     

    1 ივლისი 2015

    ნანახია: 1230 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი