{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამგეობის მიერ წამოწყებული აქცია გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ხარაგაულელს შეუძლია

    თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა  დასახმარებლად  ხარაგაულში  არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების  შეგროვება  დღეს დილიდან  აქტიურად მიმდინარეობს.  ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური  ცენტრის“ დირექტორის ეკა შავიძის ინფორმაციით ამ დროისათვის   აქციაში მონაწილეობა  შემდეგმა ორგანიზაციებმა  მიიღეს:

    გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

    დაბის მეორე საჯარო სკოლა.

    ა(ა)იპ ,,ხარაგაულდასუფთავება“;

    ა(ა)იპ  ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი";

    ა(ა)იპ  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ცენტრი“;

     ა(ა)იპ ,, შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა";

    ა(ა)იპ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი";

    ა(ა)იპ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა";

    ა(ა)იპ ,,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი";

    ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის სამსახური“.

     აქციაში ჩაერთვნენ  კერძო პირებიც. სოფელ  ბაზალეთში მცხოვრები რუსუდან კუპრაძე და  მაკა შველიძე დაზარალებულებს  პირველადი მოხმარების საგნებით დაეხმარა.  დაბაში მცხოვრები გურამი სახვაძის სახელზე დაზარალებულებს 20 ლარი ჩაერიცხებათ.

    გრძელდება შემოწირულობების მიღება. როგორც ჩვენთვის ცნობილია  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში  მიმდინარეობს თანხების შეგროვება.  თანხა  კი ლიბერთი ბანკის ხარაგაულის ფილიალში, სპეციალურად სტიქიით დაზარალებულთა სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაირიცხება.

    გამგეობის მიერ წამოწყებული აქცია რამდენიმე დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ხარაგაულელს შეუძლია.

    დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ ,, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების  ცენტრს“.

     ტელ: 22-10-25

     მობ: 598 90-00-81;  595-51-98-12. 

     გამოვიჩინოთ გულისხმიერება და გავხდეთ საერთო აქციის მონაწილეები!

      

      

      

      

       

     

     

    17 ივნისი 2015

    ნანახია: 857 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი