{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დონორების მოძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იმუშავებს

     

    სოფელ მარელისში ცენტრალურ სასოფლო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 200 000 ლარია.  რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელ 4 კილომეტრიან გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.16 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აღნიშნული პროექტისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5080 ლარია. პროექტის შესყიდვის შემდეგ დონორების მოძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იმუშავებს.

    4 კილომეტრიან ასფალტ-ბეტონის გზას მთლიანად გაყვება ღვარსადენები. შესრულდება ასევე გზის დახაზვითი სამუშაოები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.

    გზის დაგების პარალელურად გათვალისწინებული იქნება  50 მმ მილების მოწყობა, რაც სამომავლოდ  ასფალტ-ბეტონის საფარის ქვეშ წყლის შლანგების გასატარებლად იქნება საჭირო. 

     

     

    17 ივნისი 2015

    ნანახია: 453 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი