{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •    გამოვიჩინოთ გულისხმიერება და გავხდეთ საერთო აქციის მონაწილეები 

     

     თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ხარაგაულში საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს  მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს.

      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, მოხალისეებს, ა(ა)იპ-ებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ სოლიდარობის აქციაში და სურვილის შემთხვევაში ჰიგიენური საშუალებებით, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით დახმარება გაუწიონ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

    მსურველებს აღნიშნული ნივთების მოტანა შეუძლიათ გამგეობის შენობის   პირველ სართულზე ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრში“ დილის 10 საათიდან 18:00 საათამდე .

    გამგებლისა  და საკრებულოს თვამჯდომარის  წარმომადგენლობითი ხარჯებიდან , ასევე გამოიყოფა თანხა, რომლითაც არამალფუჭებადი პროდუქტებისა და ჰიგიენურ საშუალებების შესყიდვა მოხდება და უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას გადაეცემა.

    გამოვიჩინოთ გულისხმიერება და გავხდეთ საერთო აქციის მონაწილეები!

    გამგეობის მიერ წამოწყებული აქცია რამდენიმე დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ხარაგაულელს შეუძლია.

    დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ხარაგაულისმუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ ,, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების  ცენტრს“.

    ტელ: 22-10-25

    მობ: 598 90-00-81;  595-51-98-12. 

    16 ივნისი 2015

    ნანახია: 1201 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი