{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ამერიკის მისიის მოხალისეთა გუნდი ბორის სკოლა-პანსიონში ყოველ ზაფხულს სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას ეწევა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის სკოლა-პანსიონი უკვე 16 წელია ამერიკელ მეგობრებთან  პარტნიორობს. ისინი ყოველი წლის გაზაფხულზე ჩამოდიან საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციის „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ ეგიდით ბორის სკოლა-პანსიონში სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას ეწევიან. ყოველ მომდევნო ჩამოსვლაზე კი, გასული წლის აქტივობების  მონიტორინგს ახორციელებენ.  29 მაისს, ბორის სკოლა-პანსიონში სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ  ამერიკელ მეგობრებს გაცილების ზეიმი მოუწყვეს. მოხალისეთა მისიის წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, მოადგილეებმა პაატა გოგოლაძემ და თემურ ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დავით კიკნაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მოინახულეს.  გამგებელმა მადლობის სიგელი გადასცა ამერიკის მისიის მოხალისეთა გუნდის თავმჯდომარეს, ქალბატონ ლინ ბერნს და არასამთავრობო ორგანიზაციის „ ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ გრიგოლიას  ბორის სკოლა-პანსიონში გაწეული ქველმოქმედებისათვის.  

    ამერიკის მოხალისეთა მისიის ბორის სკოლა-პანსიონში ვიზიტის დროს შემდეგი ღონისძიებები გაიმართა.  კერძოდ, სკოლაში ამერიკელი მეგობრები, სხვადასხვა კლასებში და სკოლამდელი აღზრდის ჯგუფში მართავდნენ სხვადასხვა გაკვეთილებს. ახლადგარემონტებულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ფილმის ჩვენება და შემდეგ მასზე მსჯელობა. სკოლის სამოქალაქო კლუბმა "სმარტკლუბი"დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ და ქართულ ენაზე წარმოუდგინა ანგარიში გასული სასწავლო წლის საქმიანობის შესახებ. გაიმართა „ნიჭიერის“ ღონისძიება სადაც მოსწავლეები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სიმღერებში და ცეკვაში. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. ვიზიტის ფარგლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა   მოსწავლეების გამოკვლევა ამერიკელი ექიმების მიერ. გაიმართა სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის. მერვე-მეცხრე კლასებმა საძინებელში კედელზე გააკრეს სხვადასხვა სტიკერები, ხოლო მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებმა კი,  ამერიკელი მეგობრების მიერ მოტანილი მაისურები მოხატეს. ბორის საჯარო სკოლაში ამერიკელი მეგობრების ინიციატივით  ჩამოყალიბდა მორბენალთა კლუბი, სულ 20 ბავშვი, რომელთაც გადაეცათ მაისურები სკოლის წარწერით. ვიზიტის დასასრულს ამერიკელმა მეგობრებმა მე-12 კლასელებს საჩუქრები გადასცეს და ექსკურსიის დაფინანსებას დაჰპირდნენ. მათ აღნიშნეს, რომ,  მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბორის სკოლისათვის.

     

    2 ივნისი 2015

    ნანახია: 561 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი