{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იმერეთის რეგიონის ბავშვებს ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში მიულოცა

    1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა. მან იმერეთის 11 მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილ ბავშვებს  თემაზე „საქართველო და ევროპა“ ლექცია  წაუკითხა.  სემინარის შემდეგ იუსტიციის მინისტრის და ბავშვების შეხვედრა კითვა-პასუხის ფორმატში  გაგრძელდა. ბავშვებს მინისტრის სახელით სასაჩუქრე პაკეტები  გადაეცათ . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსხურის ორგანიზებით ლექციის დასრულების შემდეგ ხარაგაულელემა ბავშვებმა ალა-ფურშეტის ფონზე იმერეთის რეგიონის ბავშვებისათვისკონცერტი გამართეს. საზოგადოებრივი ცენტრის დარბაზში მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა. აქვე ნაჩვენები იქნა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი ,,მე წავალ მაგრამ, სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“, რომელიც რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნა იმერეთის გუბერნატორის მოადგილე სოსო ხახალეიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები . 

    1 ივნისი 2015

    ნანახია: 852 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი