{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  მინისტრი ბავშვებს ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვდება და თემაზე ,,საქართველო და ევროპა“ ლექციას წაიკითხავს

    1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს  იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხარაგაულელ და იმერეთის 11 მუნიციპალიტეტიდან სტუმრად მობრძანებულ ბავშვებს ლექციას წაუკითხავს. შეხვედრა ხარაგაულში ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში, 12 საათზე ჩატარდება.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ამავე დღეს ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყობა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა და ნაჩვენები იქნება რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი ,,მე წავალ მაგრამ, სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“. სპექტაკლი ეძღვნება რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

    საბავშვო ღონისძიებები ასევე მოეწყობა    ხარაგაულში, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გასტანს.

     

     

    29 მაისი 2015

    ნანახია: 567 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი