{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ახალგაზრდული საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებელთან აქტიურად ითანამშრომლებს და ახლაგაზრდულ საკითხებზე პროექტებს განახორციელებს 

    „მინდა პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენთაგანისადმი. გარკვეული ეტაპების გადალახვა მოგიწიათ, რომ გამხდარიყავით ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები. თქვენ,  უკვე საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდექით, რაც ბევრის მომცემი იქნება და   კარგ უნარ-ჩვევებს შეგძენთ. უკეთესი მომავლისათვის,  კარგად მომზადებული ახალგაზრდებიგვჭირდება, რაშიც ჩვენც უნდა შევიტანოთ წვლილი. საკრებულოში თქვენი მოღვაწეობა, არა მარტო თქვენთვის  არამედ საზოგადოებისთვისაც  მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, რომ თქვენგან ბევრ საინტერესო ინიციატივებს მოვისმენ,მჯერა ობიექტურად გააჟღერებთ  პრობლემატურ თემებს, რომელთა მოგვარებასაც ყველა ერთად შევძლებთ“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ახალგაზრდულ საკრებულოსთან შეხვედრის დროს.

    28 მაისს გამგებლი კობა ლურსმანაშვილი თავის პირველ მოადგილესთან, პაატა გოგოლაძესთან და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსენტრის უფროს,  დავით კიკნაძესთან ერთად  ახალგაზრდულ საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. გამგებლმა ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს რამდენიმე ინიციატივა გააცნო:“ ალბათ, ძირითადად ახალგაზრდული თემებით დაინტერესდებით და  ამ მიმართულებით იმუშავებთ.  სამწუხაროდ, ზოგიერთი თქვენი თანატოლი საჭიროებს სოციალურ თუ სხვა სახის დახმარებას,  თქვენ შეგიძლიათ ასეთი ახალგაზრდები გამოავლინოთ და მათი მდგომარეობა ჩვენამდე მოიტანოთ. მაქსიმალურად შევეცდებით მათი პრობლემების მოგვარებას. მიმდინარე წელს ბიუჯეტში ახალგაზრდული ღონისძიებებისათვის 20 ათასი ლარი გამოვყავით,   შეიძლება ეს თანხა  50 ათას ლარამდე გაიზარდოს თუ თქვენ  საინტერესო პროექტს წარმოადგენთ და დაგვანახებთ, რომ მისი განხორციელება აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ისეთი ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა სახის დახმარებები  ესაჭიროებათ და მათი პრობლემები ჩვენამდე მოიტანოთ.

      „საპატიო ხარაგაულელის“ წოდებას  დამსახურებულ პიროვნებებს ყოველწლიურად ვანიჭებთ.  შეიძლება თქვენც მოიძიოთ ასეთი ხუთი ადამიანი,  რომელთაც გარკვეული დამსახურება აქვთ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. დარწმუნებული ვარ, სოფლებში ასეთი  ადამინები საკმაოდ იქნებიან.  მომავალში, ვფიქრობთ მუნიციპალიტეტში რ. თაბუკაშვილი, ე.ხარძის, კ. ბუაჩიძის, მერაბ კოსტავას ბიუსტების დადგმას, საინტერესოა თქვენი მოსაზრებები ამ მიმართულებით.  შეიძლება იცნობდეთ გამორჩეულ პიროვნებებს, რომელთა სახელის უკვდავსაყოფად   ქუჩებსა და სკვერებს მივანიჭებთ მათ სახელებს. ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თემები, თუ თქვენ ამ მიმართულებით წარმოადგენთ პროექტს და დაგეგმავთ ღონისძიებას, რა თქმა უნდა მხარდაჭერას გამოგიცხადებთ.

    გამგებელმა ახალგაზრდულ საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი განცხადებით, ზვარის ბანაკში უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ღია ესტრადისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის    რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები:“ზვარის ბანაკის კეთილმოწყობისათვის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, ბანაკი უკანონოდ იყო გასხვისებული, რომელიც მოვახერხეთ და დავიბრუნეთ. ვფიქრობთ,  ზვარის ბანაკი არა მარტო რეგიონში, არამედ  მთელ საქართველოში გამორჩეული ცენტრი იქნება. ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის ახალ შენობის მოწესრიგება მცდარი გადაწყვეტილებაა,  რადგან  თურმე გზებია ცუდ მდგომარეობაში.  ხარაგაული საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და  წარმოიდგინეთ რამდენი წლის ბიუჯეტი დასჭირდება ამ გზების რეაბილიტაციას. 100 ათასი ლარით კი შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი მივიდეს  ბებილიოთეკაში, მიღოს ცოდნა ან გაეცნოს მისთვის საჭირო ინფორმაციას და სახლში კმაყოფილი დაბრუნდეს.“

    გამგებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში წიფის ზონაა, რადაგან მწყობრიდან  გამოსულია სოფლებთან მისასვლელი გზა.     „2016 წლიდან დაიწყება ფონა-ჩუმათელეთი გზაზე სამშენებლო სამუშაოები და ეს ხეობა გამოცოცხლდება.   მუნიციპალიტეტში გზებთან დაკავშირებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.“

    ახალაგაზრდული საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ მაისურაძემ აღნიშნა, რომ სურვილი აქვს ხარაგაულში საგანმანათლებლო პროექტი „რა, სად, როდის“  ჩამოყალიბდეს. მან გამგებელს  აღნინულ საკითხის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

    კობა ლურსმანაშვილის თქმით, ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია თუ იდეას პროექტის სახით წარმოადგენს.

    შეხვედრაზე ითქვა,  რომ ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე ნანა ჭიპაშვილი სოციალურად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

    გამგებელმა ინიციატივა მოიწონა და დაჰპირდა, რომ ამ იდეის განხორციელებაში მუნიციპალიტეტი დაეხმარება და  თავის წვლილს შეიტანს.

     

    29 მაისი 2015

    ნანახია: 556 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი