{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „მოქალქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრში“ ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდება

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვარის N6 განკარგულებით დამტკიცებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს გაზეთ „ახალ ხარაგაულს“ სახელწოდება შეეცვალა  და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ეწოდა.  ა(ა)იპ-ის წესდებაში  ცვლილება შევიდა და მას ახალი ფუნქცია-მოვალეობები  დაემატა. კერძოდ ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ მიზანია უფრო ეფექტური გახადოს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებათა მიღებაში მოქალაქეთა ჩართულობა. რეგულარულად  უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა, ესაუბროს მათ ადგილობრივი თვითთმმართველობის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ, მოახდინოს მათი ინფორმირება დასახულ სამომავლო გეგმებზე.  ოპერატიულად მოახდინოს მოსახლეობაში არსებული კონკრეტული პრობლემებისა და მოთხოვნების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამდე მოტანა. ა(ა)იპ-ში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას საშუალება ექნება პერმანენტულად ისარგებლოს ამ მომსახურებით და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.  ა(ა)იპ-ის დირექტორის,  ეკა შავიძის ინფორმაციით „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრი“   პერიოდულად მოახდენს ბეჭდვით გამოცემას, რომელიც უზრუნველყოფს  მოსახლეობის ინფორმირებას, სადაც განთავსებული იქნება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ასევე ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული და განსახაორციელებლი აქტივობების შესახებ.  „ ვფიქრობ მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების ცენტრი უფრო ეფექტურს გახდის ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციას. ჩვენ მოვუსმენთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, მოვახდენთ შეხვედრის მონიტორინგს, ჩავინიშნავთ პრობლემებს,  რათა შემდგომ მოსახლეობისათვის აქტუალური პრობლემური საკითხები განხილულ იქნას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. ცენტრში ასევე იწარმოებს მოქალაქეთა მიღება, კვირაში ორჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია   ისიც, რომ ჩვენთან ამოქმედდება ცხელი ხაზი. ამ სერვისების ეფექტურობა უკვე დადასტურებულია და ვიმედოვნებ ხარაგაულშიც დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს და  საკმაოდ ეფექტურად იმუშავებს“.  

    ცხელი ხაზის ნომერს და დაწვრილებით ინფორმაციას ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის“ მუშაობის შესახებ  უახლოესი დღეების განმავლობაში მოგაწვდით. 

     

    29 მაისი 2015

    ნანახია: 631 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი