{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის რესურსცენტრში  აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე და  და „გალაკტიონობა 2015“ შემოქმედებითი კონკურსებით აღინიშნა

    ხარაგაულის საგანამანათლებლო რესურსცენტრში აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსი- სლოგანით „აკაკი თანამედროვე რეალობაში“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა და მუნიციპალიტეტში არსებულმა თითქმის ყველა საჯარო სკოლამ.

    მოსწავლეებმა წარმოადგინეს აკაკის ლექსები, მის ნაწარმოებებზე შექმნილი ნახატები, სიმღერები და ხელნაკეთი ნივთები.

    საიუბილეო ღონისძიების მიზანია აკაკი წერეთლის შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებითი  უნარების გამოვლენაა. აღნიშნული კონკურსი ყველა მუნიციპალიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ტარდება .  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, აკაკის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება  სამ ეტაპს მოიცავს: სასკოლო, მუნიციპალურ და დასკვნით ტურებს: „ დღევანდელ ღონისძიებაში გამოვავლენთ ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს, რომლებიც შემდეგ გაემგზავრებიან საჩხერეში და მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის დასკვნით ტურში.“-აღნიშნა დავით კიკნაძემ

    დასკვნით ტურშიმონაწილე მონაწილე მოსწავლეებს ჟიური უახლოეს მომავალში გამოავლენს. ჟიურის შემადგენლობაშია: დავით კიკნაძე-რესურსცენტრის უფროსი, ირინე ჩხეიძე-კულტურის სამსახურის უფროსი, ლალი სებისკვერაძე-საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერი გიორგიძე-N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

    ამავე დღეს,  ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ასევე გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „გალაკტიონობა 2015“-ი.  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გალაკტიონის ლექსები,  მასზე მიძღვნილი ლექსები და  გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატები. ასევე ააჟღერეს გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერები

    ჟიური  აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულებს უახლოეს მომავალში გამოვალენს, რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები.  გამარჯვებულები დასახელდებიან  შემდეგ ნომინაციებში:

    გალაკტიონის ლექსის მხატვრული კითხვა

    გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატის შექმნა

    გალაქტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულება

    გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსი

    გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ჩანახატი.

     

     

    27 მაისი 2015

    ნანახია: 532 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი