{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მეუფე მელქისედეკმა სასულიერო გიმნაზიის ხელმძღვანელი  წარადგინადა ხარაგაულის ქუჩები დალოცა  

    ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის  სასულიერო გიმნაზიის  ხელმძღვანელად მღვდელმონაზონი, მამა ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა. მამა ანტონი,  24 მაისს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, სამეუფეო წირვის შემდეგ  მრევლს, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ, ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) წარუდგინა.  მეუფის ინფორმაციით, მამა იოსები (გაჩავა), რომელიც ხარაგაულში რამდენიმე თვე მოღვაწეობდა, პატრიარქის კურთხევით ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში გადავიდა.

    მამა  ანტონს   უმაღლესი სასულიერო განათლება თბილისის სემინარიასა და აკადემიაში აქვს მიღებული. იგი უბისის მონასტერში რამდენიმე წლია მოღვაწეობს. აქვე აღიკვეცა ბერად და ეკურთხა მღვდლად.

    წირვის დასრულების შემდეგ მეუფე მელქისედეკმა ხარაგაულის ქუჩები აკურთხა და სოციალურად დაუცველ ოჯახს კვების პროდუქტები გადასცა. ქუჩების მოლოცვას სასულიერო პირებთან და მრველთან ერთად ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

      

      

     

     

    25 მაისი 2015

    ნანახია: 886 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი