{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • შმაგი ხიჯაკაძემ დღეს თანამშრომლები გაიცნო და მუშაობას შეუდგა

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ბატონმა პაატა გოგოლაძემ,   ა(ა)იპ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა. აღნიშნული ა(ა)იპ-ის უკვე ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე ბარბაქაძე კი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  სამსახურის მთავარ სპეციალისტად სოციალურ საკითხებში დაინიშნა.  

    „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ახალი დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე წარმოშობით ხარაგაულელია. იგი 1966 წლის 23 ივნისს სოფელ ვარძიაში დაიბადა. 1983 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის N3 საჯარო სკოლა. 1984 წელს ჩააბარა ქ.კემეროვოს სამედიცინო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე. 1985 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის პირველ კურსზე ირიცხება. 1991 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის ქირურგიის ფაკულტეტი.  1991-92 წლებში გაიარა  ორდინატურა. 1996 წლამდე   ქ. კემეროვოს ერთ-ერთ რაიონულ სამედიცინო განყოფილებაში ქირურგად მუშაობდა. 1996 წელს  ბრუნდება საქართველოში  და  1998-იდან  2010 წლამდე  კომერციულ საქმიანობას ეწევა . 2010 წლიდან  2014 წლამდე არის ერთ-ერთი მიკრსაფონანსო ორგანიზაციის მენეჯერი.

     შმაგი ხიჯაკაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა,რომ იგი მზადაა მთელი თავისი გამოცდილება, შრომა და ენერგია ხარაგაულში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას მოახმაროს. 

     

    25 მაისი 2015

    ნანახია: 774 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი