{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ღვაწლმოსილ ადამიანებისადმი ყურადღება მომავალშიც გაგრძელდება

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა  ღვაწლმოსილ საჯარო მოხელეს მერი ბერაძეს  80 წლის იუბილე მიულოცეს. ქალაბატონი მერი საჯარო სამსახურში 22 წელი მუშაობდა. ის ამჟამად  80 წლისაა და შესანიშნავად გრძნობს თავს. ქალბატონ მერი ბერაძეს ხარაგაულის საზოგადოება  იცნობს, როგორც  კეთილშობილ პიროვნებას, საუკეთესო დედასა და მეუღლეს. აღსანიშნავია ის რომ ქალბატონი მერის შვილები საამაყო ხარაგაულელები და წარმატებული ადამიანები არიან. მერი ბერაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა. გამგებელმა მას დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა. „ ქალბატონ მერის საინტერესო გზა აქვს გავლილი. მას შინაარსობრივად  საკმაოდ დატვირთული სამსახური ჰქონდა, რასაც წლების მანძილზე წარმატებით ართმევდა თავს. ყველა ხარაგაულელი მისადმი დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს.  ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშაობისათვის მინდა გადმოგცეთ მადლობის სიგელი და ხატი“.

    შეხვედრაზე ღვაწლმოსილი საჯარო მოხელისადმი უამარავი თბილი სიტყვები წარმოითქვა და ქალბატონ მერის, კიდევ ერთხელ აგრძნობინეს, რომ იგი ხარაგაულელებისათვის  მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პიროვნება გახლავს.

    ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც ღვაწლმოსილ ადამიანებისადმი ყურადღებასა და თანადგომას ითვალისწინებს მომავალშიც გაგრძელდება. 

      

      

    19 მაისი 2015

    ნანახია: 741 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი