{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ხარაგაულის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

     

    დღეს, 18 მაისს , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში  ბოლო ზარმა ჩამოჰკრა.  სკოლას, მასწავლებლებს, საყვარელ მერხებსა და მეგობრებს ხარაგაულში სულ 234 მოსწავლე დაემშვიდობა . ისინი, ახლა უკვე, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და უკან მოიტოვეს სკოლის კედლებში გატარებული 12 წელი.

    დაბა ხარაგაულში, საზეიმო განწყობა დილიდანვე შეიმჩნეოდა. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, თაიგულები, კეთილი სურვილები....შემდეგ კი ბოლო ზარისადმი მიძღვნილი საზეიმო წუთები. პირველი ღონისძიება ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.  აუდიტორიის წინაშე ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის 19 კურსდამთავრებული წარსდგა. მათ სკოლის კედლებში გატარებული წლები ხალისიანად გაიხსენეს.

    დაბის N2, N3 საჯარო სკოლებისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის  ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს  ესწრებოდნენ  და მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს ხარაგაულის რესურსენტრის უფროსმა  დავით კიკნაძემ, გამგებელის მოადგილეებმა, პაატა გოგოლაძემ  და თემურ ჩხეიძემ. 

      

      

    18 მაისი 2015

    ნანახია: 472 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი