{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით წმ. ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატი რკინის ჯვარზე ყოველწლიურად დაბრძანდება

    10 მაისს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით წმინდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარი ხატი ხარაგაულში ჩამოაბრძანეს. სასწაულმოქმედი ხატი დაწერიდან სხვდასხვა ეპარქიაში მოგზაურობდა, ხოლო 2003 წელს, როდესაც წმინდა მოციქულის ხატმა მირონდენა დაიწყო პატრიარქის კურთხევით იგი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა. გავიდა წლები, თუმცა ხატს მირონდენა არ შეუწყვეტია და არც ადგილი შეუცვლია. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით, ხარაგაულის მკვიდრმა შოთა ხარატიშვილმა მიიღო კურთხევა, რომ 10 მაისს წმინდა მოციქულის ხატი ხარაგაულში ჩამოებრძანებინა. წმინდანის ხატმა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში დაიდო ბინა, სადაც წმინდანის ხატის ჩამობრძანებას მრევლი დიდი სიხარულით ელოდა. ტაძარში აღევლინა საზეიმო პარაკლისი, ხოლო 11 მაისს ხატი მრევლმა რკინის ჯვარის მთაზე წააბრძანა, სადაც ორი დღე დაჰყო. 13 მაისს წმინდანის ხატი ისევ ხარაგაულის სამლოცველოში ჩამოაბრძანეს. ამავე დღეს მორწმუნეებმა ხარაგაულელ მრევლთან ერთად ხატი აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. ნეტარი მოციქულის მირონმდინარი ხატის მსვლელობას აწყურში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი შეუერთდა, და ამ ორი უდიდესი წმინდანის, ღვთიური მადლით განფენილი სულები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ კიდევ ერთხელ გაიხსენა და პარაკლისს აღუვლინა.

     

     

    14 მაისი 2015

    ნანახია: 853 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი