{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკამ თავის მკითხველებს   ფსიქოანალიტიკოსთან შეხვედრა მოუწყო

    8 მაისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით  შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ, ფსიქოანალიტიკოს ბესიკ ბოგველთან.  შეხვედრა შ.ბუაჩიძის  სახელობის სამუსიკო სკოლაში,  საბიბლიოთეკო კვირეულის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ბესიკ ბოგველმა  ყველასათვის საინტერესო თემაზე-” ბავშვი, ოჯახი და სახელმწიფო“  ისაუბრა.

    შეხვედრას ესწრებოდა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრაზე ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე  რიტა წაქაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის კატალოგიზაციის განყოფილების გამგე ეკატერინე ბარაბაძე, №13 საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე, პოეტი ბელა უჩაძე ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, უფროსი სპეციალისტი ნატო ასათიანი.

    შეხვედრაზე ბესიკ ბოგველმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბავშვთა ფსიქოლოგიას.  სკოლაში,  მასწავლებლისა და მოსწავლის  ურთიერთობას.  ფსიქოანალიტიკოსის ინფორმაციით შვილის სწორად აღზრდისათვის  მშობლებმა პირველივე დღეებიდან უნდა იზრუნონ და ასაკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ.

    ბესიკ ბოგველმა დამსწრე პიროვნებების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და მათ პროფესიული რჩევებიც მისცა. ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა  განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები  ფსიქოანალიტიკოს ბესიკ ბოგველთან მომავალშიც გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, რამდენიმე თვეში დასრულდება ხარაგაულის ცენტრალური  ბიბლიოთეკის მშენებლობა და შემდეგი შეხვედრები უკვე თანამედროვედ მოწყობილ ბიბლიოთეკაში ჩატარდება. 

       

    11 მაისი 2015

    ნანახია: 412 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი