{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით წმ. ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატი რკინის ჯვარზე ყოველწლიურად დაბრძანდება

    წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატი დაწერიდან საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში მოგზაურობდა, ხოლო მას შემდეგ, (დაახლოებით 2003 წლიდან) რაც ხატმა  მირონდენა დაიწყო  იგი პატრიარქის კურთხევით თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა. გავიდა წლები, ანდრია პირველწოდებულის ხატს მირონდენა არ შეუწყვეტია და არც ადგილი შეუცვლია. ამ ცოტა ხნის წინ ხარაგაულის მკვიდრმა, შოთა ხარატიშვილმა, (მის სახელს ეკუთვნის წმინდანის ხსენების დღეს რკინის ჯვარზე მსვლელობის ტრადიცია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრისას მიიღო კურთხევა, რომ ხატი ყოველ წელიწადს წმინდანის ხსენების დღეს რკინის ჯვრის მთაზე დაბრძანდეს, იქ სადაც ანდრია პირველწოდებულმა  პირველად დადგა ფეხი.

    გთავაზობთ ხატის ჩამობრძანების განრიგს: 10 მაისს თბილისის სიონის საკათედრო ტაძრიდან, წმინდანის ხატი   საღამოს 6 საათზე გამობძანდება. დაახლოებით 9 საათზე  იგი ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში დაიდებს ბინას, სადაც აღევლინება პარაკლისი. 11 მაისს დილის 9 საათზე, ხატს წააბრძანებენ რკინის ჯვრის მთაზე, სადაც იგი ორ დღეს დაჰყოფს. 13 მაისს, დილით დაახლოებით ცხრის ნახევარზე, წმინდანის ხატი ისევ ჩამობრძანდება ხარაგაულის სამლოცველოში, საიდანაც იგი  აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაემგზავრება. ნეტარი მოციქულის მირონმდინარი ხატის მსვლელობას  აწყურში შეუერთდება ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი და ამ ორი უდიდესი წმინდანის, ღვთიური მადლით განფენილ სულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია II ერთხელ კიდევ გაიხსენებს და პარაკლისს აღუვლენს.

    ძვირფასო ხარაგაულელებო, ვისაც სურვილი გაქვთ 13 მაისს  მირონმდინარი ხატის აწყურში გამგზავრებას შეუერთდეთ, გთხოვთ დილის 9 საათზე შევიკრიბოთ სამლოცველოსთან. გამგზავრების ორგანიზებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს.

    ჩვენთან არს ღმერთი!  

     

     

    8 მაისი 2015

    ნანახია: 645 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1181
    3.6582
    4.2724
    4.2765
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი