{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხონში ხონელობის დღესასწაული აღნიშნეს

    გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნა ხონში წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. ტაძარში მრევლი, მოწვეული სტუმრები - იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზეიმო წირვას დაესწრნენ, რომელიც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი ხონის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა.

    ხონში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა კუტურული თუ სპორტული ღონისძიებები იმართებოდა. გიორგობის აღნიშვნას ხონში დიდი ხნის ტრადიცია აქვს: გადმოცემით, წმინდა გიორგის მარჯვენა მკლავი სწორედ ხონშია დაკრძალული, მარცხენა კი - აფხაზეთში, ილორში. რაც შეეხება ,,ხონელობის,, სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას, საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა და ყოველწლეურად უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.

    ამავე დღეს ხონში ბიზნეს ცენტრის ახალი, შემინიული შენობა გაიხსნა. რომელის სივრცეც ერთი დღით ხონელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენას დაეთმო. ექსპოზიცია იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მხარის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალირეს.

    ამავე დღეს, შენობის მიმდებარედ სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის  მხარდაჭერითა და მოხალისე მარიკა ვაჭარაძის ინიციატივით, "ევროპის ხეივანი" გაშენდა . ევროპის 28 სახელმწიფოს სიმბოლოდ სკვერში 28 იფანი დაირგო, პროცესში სტუმრებთან ერთად ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილიც ჩაერთო, რომელმაც სიმბოლურად ,,ევროპის ხეივანში“ საბერძნეთის ხე დარგო. 

      

     

    8 მაისი 2015

    ნანახია: 337 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი