{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2 მაისს ქუთაისმა და მთელმა იმერეთმა „გვირილობის“ დღესასწაული იზეიმა

    2 მაისს ქუთაისმა და მთელმა იმერეთმა „გვირილობის“ დღესასწაული იზეიმა. იმერეთის 12 -მა მუნიციპალიტეტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და  მუხნარის ტყე პარკში ჩვეული ხალისითა და სტუმართმოყვარეობით წარმოადგინა  თავისიკუთხის ტრადიციები,  როგორც სამზარეულო,ასევე ორიგინალური სანახაობით დატვირთული შემოქმედება.დღესასწაულზე ხარაგაულის კუთხეს უამრავი სტუმარი ეწვია: იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორები,ქუთაისის მერი შოთა მურღულია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,იმერეთის გამგებლები და სხვა. საპატიო სტუმრებს ღირსეულ მასპინძლობას უწევდნენ ხარაგაულისმუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე, გამგებლის მოადგილეები პაატა გოგოლაძე, დავით დევდარიანი, თემურ ჩხეიძე. სპორტის,ახალგაზრდობისა და კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე,კულტურის ცენტრის დირექტორი ვასილ კიკნაძე. ხარაგაულის  კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ,,უბისი“ ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებულმა ვაჟთა ანსამბლმა ,,კახორი“  მაღალ პროფესიულ დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება. ასევე წარმოდგენილი იყო ხარაგაულისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები, ხარაგაულელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ ქართულ ჭიდაობაში.  პარალელურად ქუთაისის ბულვარში „შევარდნაძე-გარდენიას“ ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ამ დღეს ქუთაისში 40-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება მოეწყო.

    ქალაქობის ეს ზეიმი, რაც „გვირილობის“ ზეიმს უკავშირდება მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს.

     

      

      

      

     

     

     

    4 მაისი 2015

    ნანახია: 1039 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი