{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ ლინა ბარათაშვილს შეხვდნენ

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავალეებმა (პედაგოგი დოდო გელაშვილი) სამუსიკო სკოლის დარბაზში  ლამაზი ღონისძიება გამართეს, ღონისძიების საპატიო სტუმარი, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, პოეტი ქალბატონი ლინა ბარათაშვილი გახლდათ.  მოსწავლეებმა წაიკითხეს  ქალბატონი ლინას ლექსები.  მათ ასევე შესანიშნავად წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი  წლები, ქართული სიმღერები და ცეკვები.

    ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ,  N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე და კლასის ხელმძღვანელი დოდო გელაშვილი.

    ბატონმა ვალერი გოგნაძემ თბილად ისაუბრა ქალბატონი ლინას მოღვაწეობის შესახებ, ქალბატონ ლინას  საკრებულოს წევრმა ვალოდა კელენჯერიძემ   სამახსოვროდ თავისი ცხოვრების ამსახველი წიგნი გადასცა.

    პოეტმა ქალბატონმა, ღონისძიებაზე ახალი ლექსები წაიკითხა, რომელიც ჯერ კრებულში   არ შესულა. ლინა ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ ხარაგაული ძალიან უყვარს და ეამაყება, რომ მისი ფესვები ხარაგაულიდან არის.

    ღონისძიების დასასრულს ქალბატონ ლინას სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად მომავალმა პირველკლასელებმა ყვავილები მიართვეს .


       

     

     

    1 მაისი 2015

    ნანახია: 448 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი